ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამიტს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში 3-5 თებერვალს უმასპინძლობს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით 3 თებერვალს გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - „ინვესტიციების მომავალი".
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
მსოფლიო მთავრობათა სამიტი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის აერთიანებს მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები.
ყველა ახალი ამბავი
0