https://sputnik-georgia.com/20260202/iuridiulma-komitetma-grantebis-shesaxeb-kanonshi-cvlilebes-mxari-dauchira-296929106.html
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
კანონის თანახმად, იურიდიულ პირს გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით შეუძლია. 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T21:00+0400
2026-02-02T21:00+0400
2026-02-02T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_0:1:825:465_1920x0_80_0_0_e5d89227a15200120d2693ccf918ef4a.jpg
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. პაკეტი შემუშავებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს.მისი თქმით, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.როგორც დეპუტატმა აღნიშნა „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი აქვთ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან, ზუსტად იმავე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან.ეს გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და, ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას.სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.გარდა ამისა, ცვლილებები სხვა კანონებშიც შევა.სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/19/296342957_103:0:723:465_1920x0_80_0_0_134fe90c4f647cf971d0f2366b71e51d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კანონის თანახმად, იურიდიულ პირს გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით შეუძლია.
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
პაკეტი შემუშავებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს.
„საქართველოს სახელით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი აქვთ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან, ზუსტად იმავე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან.
ეს გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და, ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, ცვლილებები სხვა კანონებშიც შევა.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.
ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.