https://sputnik-georgia.com/20260202/iuridiuli-daxmarebis-samsaxuri-premieris-winashe-angarishvaldebuli-organo-xdeba-296921102.html
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
Sputnik საქართველო
პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ამასთან, იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის... 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T10:27+0400
2026-02-02T10:27+0400
2026-02-02T10:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმად იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორი და ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, ცვლილებები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და მისი მონიტორინგის ეფექტურობის ზრდას უზრუნველყოფს.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს − იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრისგან შედგება, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. მათგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − გენერალური პროკურორი, 1 − მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − სახალხო დამცველი და 1 − ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად კი, მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი განისაზღვრება.კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება 2026 წლის 1-ელი მაისიდან შეუწყდება და მიეცემა კომპენსაცია 3-თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2026 წლის 1-ელი აპრილიდან კი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების უფლებამოსილება შეწყდება.საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ორი კვირის ვადაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატის შერჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა უნდა უზრუნველყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება
პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ამასთან, იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმად იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორი და ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი განმარტებით, ცვლილებები იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და მისი მონიტორინგის ეფექტურობის ზრდას უზრუნველყოფს.
იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, დაგეგმილი ცვლილებებით პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით იცვლება როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესები, ისე სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანოს − იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების მოდელი.
კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი კანონით იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრისგან შედგება, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება. მათგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − გენერალური პროკურორი, 1 − მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − სახალხო დამცველი და 1 − ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად კი, მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი განისაზღვრება.
კანონპროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება 2026 წლის 1-ელი მაისიდან შეუწყდება და მიეცემა კომპენსაცია 3-თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2026 წლის 1-ელი აპრილიდან კი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრების უფლებამოსილება შეწყდება.
საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ორი კვირის ვადაში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორობის კანდიდატის შერჩევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენა უნდა უზრუნველყოს.