https://sputnik-georgia.com/20260202/gaxarias-partia-debatebistvis-tanaxmaa-296927204.html
ექს-პრემიერ გახარიას პარტია ხელისუფლებასთან დებატებზე თანახმაა, მხოლოდ ერთი პირობით
ექს-პრემიერ გახარიას პარტია ხელისუფლებასთან დებატებზე თანახმაა, მხოლოდ ერთი პირობით
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა. 02.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-02T20:00+0400
2026-02-02T20:00+0400
2026-02-02T20:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259819033_0:217:3073:1945_1920x0_80_0_0_daae922b130cef2a0fb9c6e57d0a9d9e.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საჯარო დებატებისთვის ნებისმიერ დროს არის მზად, თუმცა არა „რუსთავი 2“-ის მიერ შემოთავაზებული ფორმატით, ნათქვამია ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საჯარო დებატების ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პირველი დისკუსია 2 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება. გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი რეზი ჭიჭინაძე იქნება. ინიციატივა მოჰყვა პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კონსტრუქციული დიალოგის კულტურის ხელშეწყობის მიზნით ოპოზიციასთან ღია დებატების გამართვას ითვალისწინებს. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აღნიშნეს, „რუსთავი 2"-ის მიერ 2 თებერვლის დებატების ფორმატი - ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა. „ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც თუ ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.გუშინ, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და საჯარო დებატები გამართოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ თემაზე.კერძოდ, მთავრობის მეთაური მზადაა უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხზე დებატებზე იმ სტუდენტებთან გამართოს, რომლებიც საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის - ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა.დებატებისთვის მზაობა გამოთქვა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და საპარლამენტო პარტიამ „საქართველოსთვის“. დებატებისთვის მხოლოდ საკუთარი პირობებით - პირდაპირ ეთერში და დიალოგის ფორმატში - მზად არიან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლებიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259819033_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9060b6839512909451419e6dd6ac2d67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
ექს-პრემიერ გახარიას პარტია ხელისუფლებასთან დებატებზე თანახმაა, მხოლოდ ერთი პირობით
ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საჯარო დებატებისთვის ნებისმიერ დროს არის მზად, თუმცა არა „რუსთავი 2“-ის მიერ შემოთავაზებული ფორმატით, ნათქვამია ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საჯარო დებატების ახალი პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პირველი დისკუსია 2 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება. გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი რეზი ჭიჭინაძე იქნება. ინიციატივა მოჰყვა პრემიერ-მინისტრის წინადადებას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კონსტრუქციული დიალოგის კულტურის ხელშეწყობის მიზნით ოპოზიციასთან ღია დებატების გამართვას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ ნებისმიერ ტელევიაზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აღნიშნეს, „რუსთავი 2"-ის მიერ 2 თებერვლის დებატების ფორმატი - ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.
„ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც თუ ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და საჯარო დებატები გამართოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ თემაზე.
კერძოდ, მთავრობის მეთაური მზადაა უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხზე დებატებზე იმ სტუდენტებთან გამართოს, რომლებიც საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის - ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ დებატებს, ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა.
დებატებისთვის მზაობა გამოთქვა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და საპარლამენტო პარტიამ „საქართველოსთვის“. დებატებისთვის მხოლოდ საკუთარი პირობებით - პირდაპირ ეთერში და დიალოგის ფორმატში - მზად არიან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლებიც.