https://sputnik-georgia.com/20260201/zamtris-olimpiada-vin-iasparezebs-saqartvelos-saxelit-296914940.html
ზამთრის ოლიმპიადა - ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით
ზამთრის ოლიმპიადა - ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით
Sputnik საქართველო
ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება. 01.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-01T17:00+0400
2026-02-01T17:00+0400
2026-02-01T17:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/15/285129652_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_cc5c37aaa81f9b65d3bde8375983096a.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი სპორტის 2 სახეობაში – ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში იასპარეზებს, ნათქვამია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები – ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, კორტინაში კი – მოთხილამურეები, ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა;ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა;ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა;ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა;დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა;გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა;ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი;ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სამ დისციპლინაში ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:სამთო-სათხილამურო სპორტი, ციგურაობა და ფიგურული სრიალი. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/15/285129652_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3077444f8301bd5e3125817fa756a88e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზამთრის ოლიმპიადა - ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით
ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი სპორტის 2 სახეობაში – ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში იასპარეზებს, ნათქვამია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ოლიმპიური თამაშები 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ჩატარდება.
ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 6 თებერვალს მილანის „სან-სიროს“ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები მოციგურავეები – ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან, კორტინაში კი – მოთხილამურეები, ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
საქართელოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა;
ანასტასია მეტელკინა – ფიგურული ციგურაობა;
ნიკა ეგაძე – ფიგურული ციგურაობა;
ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა;
დიანა დევისი – ფიგურული ციგურაობა;
გლებ სმოლკინი – ფიგურული ციგურაობა;
ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი;
ლუკა ბუჩუკური – სამთო-სათხილამურო სპორტი.
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სამ დისციპლინაში ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:სამთო-სათხილამურო სპორტი, ციგურაობა და ფიგურული სრიალი. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშე სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.