ფარიკაობა: ხმლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

© AFP 2024 / Vano Shlamovფარიკაობა
ფარიკაობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია.
გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრა კუვაევას, ანასტასია ასათიანის, ანასტასია ცანავასა და თამარ კვინიკაძის შემადგენლობით.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის, ჩინეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ. მან ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ყველა ახალი ამბავი
0