https://sputnik-georgia.com/20260201/vitareba-gzebze-bolo-cnobebi-296910178.html
ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
Sputnik საქართველო
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა. 01.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-01T09:37+0400
2026-02-01T09:37+0400
2026-02-01T09:37+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275169960_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_eda90b73190d068c3cf27ba900685a05.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კერძოდ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.აღნიშნული საავტომობილო გზის კოდა-აიაზმის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275169960_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_c7c98806a3975bc5e560cf77dd817239.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები
საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული საავტომობილო გზის კოდა-აიაზმის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.