საქართველოში ხეხილის ბაღების ფართობი 2 ათასი ჰექტრით გაიზარდა

© photo: Sputnikხეხილის ბაღი
ხეხილის ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების მთავარი პირობა მიწის რეგისტრაციაა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 2,4 ათას ჰექტარ ფართობზე ხეხილის ბაღები გაშენდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში.
პროექტი „დანერგე მომავალი", რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, 2025 წელს ხელისუფლებამ აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე 22,3 მლნ ლარი დახარჯა.
პროგრამა „დარგე მომავალი“ არა მხოლოდ ახალი ბაღების გაშენებას, არამედ არსებული ბაღების განახლებასაც აფინანსებს.
სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღების მთავარი პირობა მიწის რეგისტრაციაა.
ყველა ახალი ამბავი
0