დასვენება, სპორტი და კულტურა რიონის სანაპიროზე: ქუთაისში ახალი პარკი გაჩნდება

© Сourtesy of Georgian Governmentქუთაისში ახალი პარკი გაჩნდება
ქუთაისში ახალი პარკი გაჩნდება - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო მოედნების, ჭადრაკის მაგიდების, ბავშვთა გასართობი ზონებისა და კვების ობიექტების განთავსება.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მახლობლად თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის მიზანია ქალაქში ახალი სივრცის შექმნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და ქუთაისის სტუმრებს შეეძლებათ დასვენება და სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
პარკში დაგეგმილია მედიათეკის, ღია ამფითეატრის, სპორტული მოედნების, სავარჯიშო მოედნების, ჭადრაკის მაგიდების, ბავშვთა გასართობი ზონებისა და კვების ობიექტების განთავსება.
პროექტი ასევე მოიცავს დასასვენებელი ზონებისა და სანაპიროებთან დამაკავშირებელი საფეხმავლო და ველობილიკების კეთილმოწყობას.
პარკი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სარწყავი, განათებისა და დაცვის სისტემებით. ახალი სივრცე სრულად ადაპტირებული იქნება ყველა ვიზიტორისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0