წვიმა , თოვლი, ქარბუქი: დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, -აღნიშნავენ სააგენტოში.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0