https://sputnik-georgia.com/20260131/zaxarovam-kubis-winaarmdeg-ass-is-qmedebebs-radikaluri-recidivi-uwoda-296905769.html
ზახაროვამ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედებებს „რადიკალური რეციდივი“ უწოდა
ზახაროვამ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედებებს „რადიკალური რეციდივი“ უწოდა
Sputnik საქართველო
მოსკოვი კატეგორიულად გმობს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს... 31.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-31T17:04+0400
2026-01-31T17:04+0400
2026-01-31T17:04+0400
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_ff7e17865f0f70a0a435c4f3de1a7203.jpg
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის ახალ შემზღუდავ ზომებს კუბის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ზეწოლის პოლიტიკის კიდევ ერთ ეტაპად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ვაშინგტონის მიერ თავისუფლების კუნძულზე მაქსიმალური ზეწოლის არაერთხელ გამოყენებული სტრატეგიის კიდევ ერთ და ძალიან რადიკალურ რეციდივზე, რომელიც მისი ეკონომიკური მოგუდვისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ზახაროვამ.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს, განსაკუთრებით თუ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება გაეროს მექანიზმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით.„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰავანას წინააღმდეგ არალეგიტიმურ შემზღუდველ ზომებს და კუბის ხელმძღვანელობასა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.რუსეთისა და კუბის თანამშრომლობის კომენტირებისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ის არასდროს ყოფილა მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და შემდგომშიც თანმიმდევრულად განვითარდება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე.ეს განცხადება აშშ-ის ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებების პასუხია. 29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს საიმპორტო ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან. ხოლო 30 იანვარს ამერიკის ლიდერმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჰავანიდან ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავარაუდო „საფრთხის“ მოტივით.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_97a4b9f38e59b3a59542563866cb61ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვამ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ქმედებებს „რადიკალური რეციდივი“ უწოდა
მოსკოვი კატეგორიულად გმობს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის ახალ შემზღუდავ ზომებს კუბის წინააღმდეგ და ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ზეწოლის პოლიტიკის კიდევ ერთ ეტაპად მიიჩნევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ვაშინგტონის მიერ თავისუფლების კუნძულზე მაქსიმალური ზეწოლის არაერთხელ გამოყენებული სტრატეგიის კიდევ ერთ და ძალიან რადიკალურ რეციდივზე, რომელიც მისი ეკონომიკური მოგუდვისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ზახაროვამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება: მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ ცალმხრივ სანქციებს, განსაკუთრებით თუ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება გაეროს მექანიზმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰავანას წინააღმდეგ არალეგიტიმურ შემზღუდველ ზომებს და კუბის ხელმძღვანელობასა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ზეწოლას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთისა და კუბის თანამშრომლობის კომენტირებისას, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ის არასდროს ყოფილა მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და შემდგომშიც თანმიმდევრულად განვითარდება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს განცხადება აშშ-ის ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებების პასუხია. 29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს საიმპორტო ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან. ხოლო 30 იანვარს ამერიკის ლიდერმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჰავანიდან ეროვნული უსაფრთხოებისთვის სავარაუდო „საფრთხის“ მოტივით.