https://sputnik-georgia.com/20260130/xvica-kvaracxeliam-cempionta-ligis-matcze-travma-miiro-rodis-daubrundeba-qartveli-moedans-296897346.html
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ტრავმა მიიღო: როდის დაუბრუნდება ქართველი მოედანს
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ტრავმა მიიღო: როდის დაუბრუნდება ქართველი მოედანს
Sputnik საქართველო
ამ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T20:55+0400
2026-01-30T20:55+0400
2026-01-30T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისის „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი 23-ე წუთზე დატოვა.Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ და ხვიჩა მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.მანამდე ქართველი ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.„კვარაცხელიას კოჭი სტკივა. საქმე რთულად არის. სამედიცინო ტესტების პასუხებს დაველოდებით და იმედია, კარგი ამბავი მექნება“, – აღნიშნა ენრიკემ.„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნიუკასლს“ შორის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მოედნის დატოვებამდე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ბურთი ვიტინიამ მე-8 წუთზე გაიტანა.ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის ეტაპს ფინალის 1/16-დან დაიწყებს.ამ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ტრავმა მიიღო: როდის დაუბრუნდება ქართველი მოედანს
ამ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისის „ნიუკასლის“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და მოედანი 23-ე წუთზე დატოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ და ხვიჩა მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.
„ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი“, – წერს Geo Team-ი.
მანამდე ქართველი ფეხბურთელის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა.
„კვარაცხელიას კოჭი სტკივა. საქმე რთულად არის. სამედიცინო ტესტების პასუხებს დაველოდებით და იმედია, კარგი ამბავი მექნება“, – აღნიშნა ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნიუკასლს“ შორის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. მოედნის დატოვებამდე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ბურთი ვიტინიამ მე-8 წუთზე გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ რეგულარული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის ეტაპს ფინალის 1/16-დან დაიწყებს.
ამ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.