https://sputnik-georgia.com/20260130/saqartvelosi-grantebis-sesaxeb-kanoni-mkacrdeba-axali-wesebi-296896505.html
საქართველოში გრანტების შესახებ კანონი მკაცრდება - ახალი წესები
საქართველოში გრანტების შესახებ კანონი მკაცრდება - ახალი წესები
Sputnik საქართველო
კანონის თანახმად, ასეთ იურიდიულ პირს გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით შეუძლია. 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T20:22+0400
2026-01-30T20:22+0400
2026-01-30T20:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირას დაარეგისტრირებს ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.პაკეტი შემუშავებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.კანონპროექტების პაკეტში ზუსტდება გრანტების ცნება. გრანტად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.პირის მიერ ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება.ცვლილებები შეეხება ქვეყანაში ფაქტობრივად მოქმედ უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოური კომპანიების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს.კანონით განისაზღვრება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.გარდა ამისა, ცვლილებები სხვა კანონებშიც შევა.სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში გრანტების შესახებ კანონი მკაცრდება - ახალი წესები
კანონის თანახმად, ასეთ იურიდიულ პირს გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით შეუძლია.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომავალ კვირას დაარეგისტრირებს ცვლილებების პაკეტს, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.
პაკეტი შემუშავებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ და „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტების პაკეტში ზუსტდება გრანტების ცნება. გრანტად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.
პირის მიერ ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება.
ცვლილებები შეეხება ქვეყანაში ფაქტობრივად მოქმედ უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოური კომპანიების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს.
კანონით განისაზღვრება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, ცვლილებები სხვა კანონებშიც შევა.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.
ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.