საქართველოს სასტუმრო ბიზნესი მიწოდების სიჭარბეს აწყდება - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში სასტუმრო ბიზნესი რთულ პერიოდს გადის. დარგის წარმომადგენლები შემოსავლის შემცირებასა და სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის ვარდნაზე საუბრობენ.
საკვანძო პრობლემა - ტურისტული ნაკადის ზომიერი ზრდის ფონზე სასტუმროს ნომრების სწრაფი ზრდაა. თუ პანდემიამდე სასტუმროები, როგორც წესი, გაწეულ ხარჯებს 7-8 წელიწადში ინაზღაურებდნენ, დღეს ეს პერიოდი 15-20 წლამდე გაიზარდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქების დიდ ნაწილში ბაზარი უკვე გაჯერებულია. გამონაკლისია ქუთაისი, რომელიც კვლავ განიცდის სასტუმროს ნომრების დეფიციტს.
ტურიზმის დაჩქარებული ზრდის გარეშე სასტუმროების სექტორს სულ უფრო მეტად გაუჭირდება, აცხადებენ დარგის ექსპერტები.
ყველა ახალი ამბავი
0