https://sputnik-georgia.com/20260130/saqartvelom-500-mln-dolaris-evroobligaciebis-refinansireba-ganaxorciela-296874798.html
საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა
საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა
Sputnik საქართველო
კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5,125% ოდენობით. 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T11:33+0400
2026-01-30T11:33+0400
2026-01-30T11:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300831_0:92:3072:1820_1920x0_80_0_0_39687a95a495f7968d803ed3ce390101.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.საქართველომ აღნიშნული ევროობლიგაციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2021 წელს გამოშვებული ბინდების რეფინანსირების მიზნით.კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5,125% ოდენობით.ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.„საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.„თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველომ 500 მლნ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდები პირველად 2008 წლის აპრილში გამოუშვა და ისინი ლონდონის ბირჟაზე განათავსა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300831_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_76184d24a6a9ae6ab1971e7bd05ae4be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, დიდი ბრიტანეთი
საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა
კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5,125% ოდენობით.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველომ აღნიშნული ევროობლიგაციები განათავსა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2021 წელს გამოშვებული ბინდების რეფინანსირების მიზნით.
კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5,125% ოდენობით.
„მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გარდა მოზიდული ფინანსური რესურსისა, ახალი ევროობლიგაციის გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო: ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.
„საქართველოს მთავრობის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები, როგორც ქვეყნის რისკის დონის შემცირების, ისე ინვესტორთა მაღალი ინტერესის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. კერძოდ, დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ - 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.
„თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებ რისკიანად აფასებენ საქართველოს, ასევე მზად არიან, რომ 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ 500 მლნ დოლარის ღირებულების 5-წლიანი ევრობონდები პირველად 2008 წლის აპრილში გამოუშვა და ისინი ლონდონის ბირჟაზე განათავსა.