https://sputnik-georgia.com/20260130/ruseti-trampis-txovnas-datanxmda-peskovi-296901733.html
რუსეთი ტრამპის თხოვნას დათანხმდა - პესკოვი
რუსეთი ტრამპის თხოვნას დათანხმდა - პესკოვი
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს სთხოვა თავი შეეკავებინა უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისგან 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T23:19+0400
2026-01-30T23:19+0400
2026-01-31T10:19+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284689333_0:89:3001:1777_1920x0_80_0_0_c6114f4b655d54e54031da0f52bb9cd4.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. რუსეთი დათანხმდა, თავი შეიკავოს უკრაინაზე დარტყმებისგან 1 თებერვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნის შესაბამისად, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ პირადად სთხოვა თავის რუს კოლეგას, ძლიერი ყინვების გამო თავი შეეკავებინა უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში.„მართლაც, პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, თავი შეეკავებინა კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1 თებერვლამდე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინს კიევის რეჟიმის ლიდერი არსად არ მოუწვევია და არც მასთან შეხვედრა შეუთავაზებია.„ზელენსკიმ მოითხოვა შეხვედრა და ზელენსკი, ფაქტობრივად, შეხვედრის ინიციატორი გახდა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ მოსკოვში“, - განმარტა კრემლის პრესსპიკერმა.კიევის განცხადებაზე, რომელიც დონბასსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონას ეხებოდა, პესკოვმა აღნიშნა, რომ ფრონტზე არსებული დინამიკა თავისთავად მეტყველებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284689333_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_09d6a45b057a2918c0ae966330ee80e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი ტრამპის თხოვნას დათანხმდა - პესკოვი
23:19 30.01.2026 (განახლებულია: 10:19 31.01.2026) დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს სთხოვა თავი შეეკავებინა უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისგან
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. რუსეთი დათანხმდა, თავი შეიკავოს უკრაინაზე დარტყმებისგან 1 თებერვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნის შესაბამისად, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ პირადად სთხოვა თავის რუს კოლეგას, ძლიერი ყინვების გამო თავი შეეკავებინა უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში.
„მართლაც, პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, თავი შეეკავებინა კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1 თებერვლამდე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პუტინს კიევის რეჟიმის ლიდერი არსად არ მოუწვევია და არც მასთან შეხვედრა შეუთავაზებია.
„ზელენსკიმ მოითხოვა შეხვედრა და ზელენსკი, ფაქტობრივად, შეხვედრის ინიციატორი გახდა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ მოსკოვში“, - განმარტა კრემლის პრესსპიკერმა.
კიევის განცხადებაზე, რომელიც დონბასსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონას ეხებოდა, პესკოვმა აღნიშნა, რომ ფრონტზე არსებული დინამიკა თავისთავად მეტყველებს.