https://sputnik-georgia.com/20260130/papuasvili-eutos-moskovis-meqanizmi-saqartvelos-santajis-mcdelobaa-296895970.html
პაპუაშვილი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმი - საქართველოს შანტაჟის მცდელობაა
პაპუაშვილი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმი - საქართველოს შანტაჟის მცდელობაა
Sputnik საქართველო
თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“ იქნება. 30.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-30T18:59+0400
2026-01-30T18:59+0400
2026-01-30T18:59+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ეუთო/ოდირი
საქართველო - ეუთო
ეუთო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_76e8e92bbf67ce543e1c324aa7bd0907.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა მექანიზმი ექსპერტთა მისიისთვის , რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით.მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან დიალოგი იბლოკება.„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“ იქნება.პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა პოლონეთის როლი მექანიზმის ინიცირებაში და გაიხსენა პოლონეთის ხელისუფლების წარსულში განხორციელებული ქმედებები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლებიც, მისი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523672_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_dd2f2103dc80fd2a74b9101f3179bdf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ეუთო/ოდირი, საქართველო - ეუთო, ეუთო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი
პაპუაშვილი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმი - საქართველოს შანტაჟის მცდელობაა
თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“ იქნება.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება წარმოადგენს ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობას, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზადაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გაერთიანებულმა სამეფომ, 23 სხვა ქვეყანასთან ერთად, გააქტიურა მექანიზმი ექსპერტთა მისიისთვის , რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეაფასებენ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეუთოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის, ანა ოლსონ ვრანგის სახელით.
„ეს აჩვენებს, რომ არის ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების სურვილი. ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს. არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან დიალოგი იბლოკება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“ იქნება.
პაპუაშვილმა ასევე გააკრიტიკა პოლონეთის როლი მექანიზმის ინიცირებაში და გაიხსენა პოლონეთის ხელისუფლების წარსულში განხორციელებული ქმედებები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლებიც, მისი აზრით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გაგზავნონ ექსპერტთა მისიები ეუთოს სხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესამოწმებლად. მისი მიზანია სიტუაციის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების მიზნით. მექანიზმი ვრცელდება მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროზე და თითოეულ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ექსპერტის ჩართვა.
საქართველოსთან დაკავშირებით მექანიზმის ამოქმედებაში მონაწილეობდნენ შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა და შვედეთი.