https://sputnik-georgia.com/20260129/sadamsjelo-ronisziebebis-ar-gvesinia-xelisufleba-saqartvelos-gare-gavlenisgan-icavs-296864744.html
„სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია“ - ხელისუფლება საქართველოს გარე გავლენისგან იცავს
„სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია“ - ხელისუფლება საქართველოს გარე გავლენისგან იცავს
Sputnik საქართველო
უცხოური დაფინანსების შემცირება პირდაპირ იმოქმედებს იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმართება, მიაჩნია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T18:11+0400
2026-01-29T18:11+0400
2026-01-29T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_0:54:1024:630_1920x0_80_0_0_5fd38d7b2e62329e85b9152faa68a39b.jpg
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ ეშინია სადამსჯელო ზომების და აპირებს დაიცვას ქვეყანა გარე ჩარევისგან, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, გრანტების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას.„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივა წარადგინა, რომელიც უცხოური დაფინანსების კონტროლს აფართოებს. ცვლილებები ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებაზე და პარტიული წევრობის აკრძალვას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა. კანონპროექტის მიზანია საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გარე გავლენის თავიდან აცილება.მან ასევე გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი და აღნიშნა, რომ ზოგიერთ სტრუქტურას დაავიწყდა ევროკავშირის დროშა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ემსახურებოდა.„ეს რომ დაავიწყდათ, სწორედ ამიტომ გასცა ყველა ღირსეულმა ქვეყანამ პასუხი, რაც საქართველომ მათ გასცა... ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყანა დაიცვას უსამშობლოებისგან, რომლებიც ფინანსდებიან“, - აღნიშნა კირცხალიამ.მისი თქმით, უცხოური დაფინანსების შემცირება პირდაპირ იმოქმედებს იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმართება.„გამჭვირვალობის კანონის დროს 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რომელიც 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან დაფინანსებას და აქედან 80% იმ ბიუჯეტისა, რომელიც აკუმულირდებოდა ამ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, იყოფოდა 2-3 აქაურ „დედა არასამთავრობო ორგანიზაციაზე“ - გიგაურზე, ლომჯარიაზე და ა.შ. - აგენტურაზე და რევოლუციის ავტორებზე“, - აღნიშნა მან.კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლები ადრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებდნენ, ახლა კი, მისი თქმით, ისინი მოსკოვთან დიალოგსა და სავაჭრო ურთიერთობებს ემხრობიან.პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა აუდიტის შედეგები და ევროკომისიის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მიზნების საფარქვეშ მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება.ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღო ჩანაწერები სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/18/296329217_58:0:967:682_1920x0_80_0_0_d25fe3a5c49d1bf73da75d4e3de6d491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება
„სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია“ - ხელისუფლება საქართველოს გარე გავლენისგან იცავს
უცხოური დაფინანსების შემცირება პირდაპირ იმოქმედებს იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმართება, მიაჩნია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას არ ეშინია სადამსჯელო ზომების და აპირებს დაიცვას ქვეყანა გარე ჩარევისგან, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, გრანტების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას.
„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრების ინიციატივა წარადგინა, რომელიც უცხოური დაფინანსების კონტროლს აფართოებს. ცვლილებები ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებაზე და პარტიული წევრობის აკრძალვას იმ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა. კანონპროექტის მიზანია საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გარე გავლენის თავიდან აცილება.
„ის მართული ადამიანები, რომლებიც მოკალათებული არიან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ის ბიუროკრატია, უნდა აცნობიერებდეს კარგად, რომ ჩვენ არავითარი სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია, არც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და არც იმ საზოგადოებას, რომელმაც უკვე მეათედ გვანდო ქვეყნის სადავეები“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი და აღნიშნა, რომ ზოგიერთ სტრუქტურას დაავიწყდა ევროკავშირის დროშა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ემსახურებოდა.
„ეს რომ დაავიწყდათ, სწორედ ამიტომ გასცა ყველა ღირსეულმა ქვეყანამ პასუხი, რაც საქართველომ მათ გასცა... ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყანა დაიცვას უსამშობლოებისგან, რომლებიც ფინანსდებიან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების შემცირება პირდაპირ იმოქმედებს იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმართება.
„გამჭვირვალობის კანონის დროს 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რომელიც 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან დაფინანსებას და აქედან 80% იმ ბიუჯეტისა, რომელიც აკუმულირდებოდა ამ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, იყოფოდა 2-3 აქაურ „დედა არასამთავრობო ორგანიზაციაზე“ - გიგაურზე, ლომჯარიაზე და ა.შ. - აგენტურაზე და რევოლუციის ავტორებზე“, - აღნიშნა მან.
კირცხალიამ ასევე განაცხადა, რომ ამ ჯგუფების წარმომადგენლები ადრე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებდნენ, ახლა კი, მისი თქმით, ისინი მოსკოვთან დიალოგსა და სავაჭრო ურთიერთობებს ემხრობიან.
პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა აუდიტის შედეგები და ევროკომისიის დასკვნები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მიზნების საფარქვეშ მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება.
ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღო ჩანაწერები სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.