რას მოხმარდება თბილისის გაზრდილი ბიუჯეტი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2026
გამოწერა
წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2.506.978.300 ლარს შეადგენს, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
შესაბამისი ცვლილება "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296.420.100 ლარი ემატება.
"წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა თბილისის მერმა.
რის ხარჯზე გაიზარდა ბიუჯეტი
როგორც მერმა განმარტა მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი – 17 მლნ ლარი.
ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში, კერძოდ, 2026 წლის პირველი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთის, 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების – 273.860.100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.
"აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22.560.000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296.420.100 ლარით და სულ შეადგენს 2.506.978 300 ლარს", - განმარტა კალაძემ.
რაზე დაიხარჯება ფული
როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა – 68.292.800 ლარი;
ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება – 123.719.200 ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება – 15.742.500 ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 349.000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება – 6.411.300 ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 7.847.700 ლარი; განათლება – 51.209.800 ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – 18.182.400 ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 3.361.500 ლარი;
თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 1.303.900 ლარი.
დედაქალაქის მერის თქმით, ასევე გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში – სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.
წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ასევე:
მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია – 18 მლნ ლარი;
ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია – 5 მლნ ლარი;
4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია – 11,4 მლნ ლარი;
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა – 10 მლნ ლარი;
მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია – 4 მლნ ლარი;
ფილტვის სკრინინგი – 3 მლნ ლარი.
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2026
თბილისის ბიუჯეტი ძალაში შესვლისთანავე გაიზარდა - ძირითადი ხარჯები
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს", – აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0