ქვეყნის მასშტაბით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიკარიერი
კარიერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2026
გამოწერა
გასულ წელს ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა - გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
დეპარტამენტის ცნობით, 2025 წლის1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოვლინდა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 47 ფაქტი შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0