https://sputnik-georgia.com/20260129/cofit-cxvris-txisa-da-roris-sikvdilis-semtxvevasi-mepatrone-kompensacias-miirebs-296864982.html
ცოფით ძროხის, ცხვრის, თხისა და ღორის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ცოფით ძროხის, ცხვრის, თხისა და ღორის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
Sputnik საქართველო
ეს ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან, მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T18:58+0400
2026-01-29T18:58+0400
2026-01-29T18:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/62/247106232_0:165:3055:1883_1920x0_80_0_0_92ec6bacf4d97245187a0a6a197c5f77.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო. როგორც უწყებაში განმარტავენ, ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს ცნობით, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით. კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია. საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა. უწყების ცნობით, ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც. დეტალური ინფორმაცია სიახლის შესახებ https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/8814
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/62/247106232_163:0:2892:2047_1920x0_80_0_0_d89ea0046119e16e44cdbe31e5215bb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ცოფით ძროხის, ცხვრის, თხისა და ღორის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ეს ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან, მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდება, რაც მას გაუჩენს მოტივაციას, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
„აღნიშნული ხელს შეუწყობს ცხოველებში ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ:
ცოფით დაავადება დადასტურებულია ლაბორატორიულად;
ცხოველის სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
ცხოველის მფლობელი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოველის მეპატრონე უარს ამბობს ცოფის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლის ან/და ღორის ვაქცინაციაზე და ამ შემთხვევიდან ერთი წლის ვადაში ცხოველი დაავადდება ცოფით.
კომპენსაციის ოდენობას, მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადგენს სპეციალურად შექმნილი კომისია.
საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს მთავრობის დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვდარი ცხოველების მეპატრონეზე კომპენსაცია გასული წლის აგვისტოში გასცა.
უწყების ცნობით, ამჯერად, ცხოველის მეპატრონეებს საშუალება ექნებათ, კომპენსაციით ისარგებლონ ცხოველის ცოფით სიკვდილის შემთხვევაშიც.