https://sputnik-georgia.com/20260129/-bsec-------296873783.html
საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეა: თბილისში რეგიონული დაკავშირებადობა განიხილეს
საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეა: თბილისში რეგიონული დაკავშირებადობა განიხილეს
Sputnik საქართველო
საქართველო 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა 29.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-29T22:19+0400
2026-01-29T22:19+0400
2026-01-30T01:19+0400
შავი ზღვა
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810444_0:280:3078:2011_1920x0_80_0_0_02cff53f8e9302df47df741425e9e38b.jpg
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის კომუნიკაციის უდავო ცენტრად აქცევს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.საქართველო 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. მომდევნო6 თვის განმავლობაში საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციის მუშაობას და ყველაფერს გააკეთებს მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. „ბისეკში“ თავმჯდომარეობა ექვსთვიანია და როტაციულ სისტემას ეფუძნება.„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მისი თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის, ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.თავმჯდომარეობის ფარგლებში განისაზღვრა რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.„ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო ექვსი თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.„ბისეკის“ გენმდივნის, ლაზარ კომანესკუს თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის.მისი თქმით, არსებულ პირობებში რეგიონული თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არამარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია, კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელ რეგიონში.„ამაზე საუბარი გვქონდა ქალბატონ მინისტრთან და გვექნება დღის განმავლობაშიც – რა შეიძლება, გაკეთდეს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში. სტრატეგიული ჩარჩოდოკუმენტიც გაგვაჩნია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი გვქონდეს 2023 წლიდან მოყოლებული“, - განაცხადა კომანესკუმ.შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 1992 წლის 25 ივნისს რეგიონული ინიციატივის სახით დაარსდა. 1999 წლის მაისში მისი წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, BSEC გარდაიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც ამჟამად 13 სახელმწიფოს მოიცავს: რუსეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია (2020 წლიდან), სერბეთი (2004 წლიდან), თურქეთი და უკრაინა.ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრიის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, ტუნისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელორუსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, აშშ.გარდა ამისა, მოქმედებს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: საერთაშორისო შავი ზღვის კლუბი, ენერგეტიკული ქარტიის სამდივნო, შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისია.თავად „ბისეკს“ გაეროში დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.
შავი ზღვა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810444_134:0:2865:2048_1920x0_80_0_0_318125b031f6ea48c59b8a0e68bae86a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შავი ზღვა , საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შავი ზღვა , საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეა: თბილისში რეგიონული დაკავშირებადობა განიხილეს
22:19 29.01.2026 (განახლებულია: 01:19 30.01.2026) საქართველო 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა
თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის კომუნიკაციის უდავო ცენტრად აქცევს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალურ მდივანთან, ლაზარ კომანესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველო 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შავი ზღვის ეკონომიკური ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. მომდევნო6 თვის განმავლობაში საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციის მუშაობას და ყველაფერს გააკეთებს მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. „ბისეკში“ თავმჯდომარეობა ექვსთვიანია და როტაციულ სისტემას ეფუძნება.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის უალტერნატივო კვანძად აქცევს. რთულ და მუდმივად ცვალებად გლობალურ გარემოში, საქართველო ინარჩუნებს კონსტრუქციული და საიმედო პარტნიორის სტატუსს და გადამწყვეტ როლს ასრულებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების ფორმირებაში, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას და შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
„დღეს შავი ზღვის რეგიონი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით უსაფრთხოების კუთხით, რაც ერთგვარად გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრში აქცევს ჩვენს რეგიონს. გამოწვევებთან გამკლავების გზების ძიებასთან ერთად, უნდა შევძლოთ იმ შესაძლებლობებზე მუშაობა, რაც არსებობს შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული ინიციატივები, მათ შორის, ნავთობსადენი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავი ზღვის თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება, რკინიგზის სისტემის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას.
თავმჯდომარეობის ფარგლებში განისაზღვრა რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
„ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო ექვსი თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომლებიც განსაზღვრავს ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ბისეკის“ გენმდივნის, ლაზარ კომანესკუს თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის.
„მადლობას ვუხდი საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონმა მინისტრმა როგორც ბრძანა, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2026 წლის პირველ ექვს თვეში ორგანიზაცია ნამდვილად შეძლებს, ძალიან ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - განაცხადა კომანესკუმ.
მისი თქმით, არსებულ პირობებში რეგიონული თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არამარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია, კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელ რეგიონში.
„ამაზე საუბარი გვქონდა ქალბატონ მინისტრთან და გვექნება დღის განმავლობაშიც – რა შეიძლება, გაკეთდეს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში იმისთვის, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო ორი წლის განმავლობაში. სტრატეგიული ჩარჩოდოკუმენტიც გაგვაჩნია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი გვქონდეს 2023 წლიდან მოყოლებული“, - განაცხადა კომანესკუმ.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 1992 წლის 25 ივნისს რეგიონული ინიციატივის სახით დაარსდა. 1999 წლის მაისში მისი წესდების ძალაში შესვლის შემდეგ, BSEC გარდაიქმნა საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელიც ამჟამად 13 სახელმწიფოს მოიცავს: რუსეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია (2020 წლიდან), სერბეთი (2004 წლიდან), თურქეთი და უკრაინა.
ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრიის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, ტუნისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელორუსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, აშშ.
გარდა ამისა, მოქმედებს სადამკვირვებლო ორგანიზაციები: საერთაშორისო შავი ზღვის კლუბი, ენერგეტიკული ქარტიის სამდივნო, შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისია.
თავად „ბისეკს“ გაეროში დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია.