https://sputnik-georgia.com/20260128/vin-shezlebs-swavlis-gagrzelebas-296847741.html
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას? დასახელდა გამოცდის თარიღი
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას? დასახელდა გამოცდის თარიღი
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T15:00+0400
2026-01-28T15:00+0400
2026-01-28T15:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:91:1595:988_1920x0_80_0_0_75d068cee456a5eb91af0ae39e095657.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს - ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით გაიმართება.„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ", - ნათქვამია განცხადებაში.რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 14:00 საათზე. აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში (მინდელის ქუჩა N9) 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს 20:00 საათამდე.შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე – online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცემა.იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23687/88/236878807_0:0:1317:988_1920x0_80_0_0_b90f87f1ae0279f681e98c6bcc9ca391.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ შეძლებს საქართველოში სწავლის გაგრძელებას? დასახელდა გამოცდის თარიღი
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში სწავლა შეწყვიტეს, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა სამშობლოში გააგრძელონ.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებენ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს - ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით გაიმართება.
„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი 14:00 საათზე. აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში (მინდელის ქუჩა N9) 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს 20:00 საათამდე.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე – online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც აპლიკანტს გამოცდის დღეს გადაეცემა.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.