https://sputnik-georgia.com/20260128/soxadze-msoplio-bankis-warmomadgenlebs-shexvda-296848876.html
რა განიხილა საქართველოს ინფრასტუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
რა განიხილა საქართველოს ინფრასტუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T16:17+0400
2026-01-28T16:17+0400
2026-01-28T16:17+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მსოფლიოს ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_0:0:624:352_1920x0_80_0_0_400d7bb185309103755004617ebb4d31.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ სოხაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, ჩარლზ კორმიერთან და რპლანდ პრაისთან გამართულ შეხვედრაზე უწყების მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რევაზ სოხაძემ თბილისში ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის (WB) ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორ ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო წყალარინებისა და სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს განვითარების პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის შედეგები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისა და საქართველოს მდგრად განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა და განაგრძონ საერთო პროექტების ეფექტიანი განხორციელება. საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_16:0:603:440_1920x0_80_0_0_6f95e72df03e19c837921dc2cd1ea2c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მსოფლიოს ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა განიხილა საქართველოს ინფრასტუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ სოხაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, ჩარლზ კორმიერთან და რპლანდ პრაისთან გამართულ შეხვედრაზე უწყების მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რევაზ სოხაძემ თბილისში ვიზიტით მყოფ მსოფლიო ბანკის (WB) ევროპისა და ცენტრალური აზიის ინფრასტრუქტურის რეგიონულ დირექტორ ჩარლზ კორმიერს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს სამინისტროში უმასპინძლა.
„მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები: ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება, კახეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის ბადიაური – ჩალაუბანის, ჩალაუბანი-ბაკურციხეს, გურჯაანი (ჩუმლაყი) – თელავის მონაკვეთების, საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო წყალარინებისა და სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოების შესაძლებლობებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს განვითარების პროცესში მსოფლიო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის შედეგები.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისა და საქართველოს მდგრად განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა და განაგრძონ საერთო პროექტების ეფექტიანი განხორციელება.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.