https://sputnik-georgia.com/20260128/saqartvelos-putsalis-nakrebi-saprangets-shexvdeba-296845324.html
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება
Sputnik საქართველო
მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T15:25+0400
2026-01-28T15:25+0400
2026-01-28T15:25+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263078765_0:84:1354:845_1920x0_80_0_0_263285532a2585e5dd15725edbe60241.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კაუნასში, საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა. ლატვიასთან მარცხის (0:4) შემდეგ, „ჯვაროსნებმა“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ხორვატიასთან, ფრედ ითამაშეს (2:2) და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას გუნდის კაპიტანი ირაკლი თოდუა გამოტოვებს.ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263078765_110:0:1331:916_1920x0_80_0_0_179293665b92bc45ef8b3a804c11058e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება
მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კაუნასში, საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს.
მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა. ლატვიასთან მარცხის (0:4) შემდეგ, „ჯვაროსნებმა“ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, ხორვატიასთან, ფრედ ითამაშეს (2:2) და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას გუნდის კაპიტანი ირაკლი თოდუა გამოტოვებს.
ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.