https://sputnik-georgia.com/20260128/ramdeni-samartaldargveva-gamovlinda-nadirobis-sezonze-296849032.html
რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა ნადირობის სეზონზე: ახალი მონაცემები
რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა ნადირობის სეზონზე: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი - 301 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T19:43+0400
2026-01-28T19:43+0400
2026-01-28T19:43+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან ხუთ თვეში 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 23 აგვისტოს გაიხსნა და 2026 წლის 1-ელ მარტს დასრულდება. უწყების ცნობით, სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ყველაზე მეტი - 301 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 131 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 124 - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 64 - ქვემო ქართლში, 62 - მცხეთა-მთიანეთში, 56 - შიდა ქართლში, 45 - კახეთში, 26 კი სამცხე-ჯავახეთში.სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი. სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში კი მოქალაქეებმა უკანონო ნადირობა ძრავგამოურთავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან, ღამე გასანათებელი საშუალების, ე.წ. ფარის გამოყენებით ფრინველზე დევნის მეთოდით განახორციელეს. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული მელოტა. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 631 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 105 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 41 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 33 შემთხვევაში მოქალაქეები კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან 23 იანვრის ჩათვლით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 2 შველი, 2 გარეული ღორი, 3 არჩვი, 15 კურდღელი, 1 ნუტრია, 7 ხოხობი, 3 ქედანი, 5 კაკაბი, 1 ტყის ქათამი, 19 ჩხიკვი, 11 მელოტა, 9 ჩხართვი და 13 მწყერი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს "ცხელ ხაზზე" - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან. ამასთან, ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში, ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან. ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_209:318:2452:2000_1920x0_80_0_0_b20451d5065ef2f38aeda5745ede4c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა ნადირობის სეზონზე: ახალი მონაცემები
ყველაზე მეტი - 301 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან ხუთ თვეში 818 სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 23 აგვისტოს გაიხსნა და 2026 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 8 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველაზე მეტი - 301 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 131 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 124 - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 64 - ქვემო ქართლში, 62 - მცხეთა-მთიანეთში, 56 - შიდა ქართლში, 45 - კახეთში, 26 კი სამცხე-ჯავახეთში.
სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. სამართალდამრღვევებმა თელავის, ყვარლის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 ერთეული კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი.
სამტრედიისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში კი მოქალაქეებმა უკანონო ნადირობა ძრავგამოურთავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებიდან, ღამე გასანათებელი საშუალების, ე.წ. ფარის გამოყენებით ფრინველზე დევნის მეთოდით განახორციელეს. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 11 ერთეული მელოტა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 631 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 105 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 41 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 33 შემთხვევაში მოქალაქეები კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 595 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან 23 იანვრის ჩათვლით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 3 დათვი, 2 შველი, 2 გარეული ღორი, 3 არჩვი, 15 კურდღელი, 1 ნუტრია, 7 ხოხობი, 3 ქედანი, 5 კაკაბი, 1 ტყის ქათამი, 19 ჩხიკვი, 11 მელოტა, 9 ჩხართვი და 13 მწყერი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით ნადირობის სეზონის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს "ცხელ ხაზზე" - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფო), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.
ამასთან, ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში, ასევე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
ნადირობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა, დარღვევიდან გამომდინარე, 100 ლარიდან 2 ათას ლარამდე შეადგენს.