პაპუაშვილი: სახელმწიფო ღირებულებებზე საქართველოს ხელისუფლებას მაია სანდუმ არ უნდა ესაუბროს

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2026
გამოწერა
27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას უჭერს მხარს, სხვა ქვეყნების სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე საუბარი მისი საქმე არ არის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა".
„მაია სანდუ არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას და არ მგონია, რომ აქ სალაპარაკო გვქონდეს რაიმე სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე", - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, სანდუმ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ მოლდოვა პატარა სახელმწიფოა და შესაბამისად, უფრო დიდ სახელმწიფოს უნდა შეუერთდეს და არა იმით, რომ მოლდოველ და რუმინელ ხალხებს რაიმე კულტურული ან ეროვნული კავშირი აქვთ.
„როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ ეპატარავება საკუთარი სახელმწიფო და იმდენად მცირედ მიაჩნია, რომ იმისთვის რომ გადარჩეს, საჭიროა გაუქმდეს, ფაქტია, რომ მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ და მოლდოვას რაიმე კონკურენციას ვერ გავუწევთ ამ მხრივ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ რატომ ფიქრობს მოლდოვას პრეზიდენტი, რომ მას რაიმე სახის მორალური, პოლიტიკური ან იდეოლოგიური უპირატესობა აქვს ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს.
უფრო მეტიც, სპიკერის თქმით, მოლდოვას პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელმაც საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს მხარი დაუჭირა.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს, რაც აჩვენებს რა ღირებულებების საწყისზე დგას ეს ადამიანი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას სანდუს განცხადებებზე მკაფიო რეაგირება უნდა მოეხდინა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, ოპოზიციის მიტინგი საღამოსთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმში გადაიზარდა, რაც პოლიციასთან შეტაკებებითა და შემდგომი დაპატიმრებებით დასრულდა.
ადგილობრივი არჩევნებზე, 2025 წლის 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს, დაგმონ რაც მოხდა თბილისში.
როდესაც ძალადობამ პიკს მიაღწია და ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაწერა: „ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და მათი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის ჩახშობა შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ დააკავა აქციის 50-მდე მონაწილე და ხუთივე ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
ყველა ახალი ამბავი
0