მარნეულში 20 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2026
გამოწერა
დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 22 და 26 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით 20 წლის გოგო მოიტაცა, რაშიც მას თავისი მეგობარი დაეხმარა.
სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0