https://sputnik-georgia.com/20260128/imeretshi-kvelis-aralegaluri-sawarmoebi-gamoavlines-296846495.html
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T14:29+0400
2026-01-28T14:29+0400
2026-01-28T14:29+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24371/62/243716236_0:274:2666:1774_1920x0_80_0_0_2bae5d898de7e685cfc6eb3829e9db07.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ტყიბულში ყველის ორი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებზე: სოფელი გეგუთი (წყალტუბო): ფიზიკური პირი საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სეს-ის აღიარების გარეშე ეწეოდა. ინსპექტირებისას გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა და პროდუქციის მიკვლევადობის დარღვევა. შპს „რაგო“ (სოფელი სამტრედია, ტყიბული): კომპანიას არ გააჩნდა სავალდებულო აღიარება და არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს. უწყების ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24371/62/243716236_0:24:2666:2024_1920x0_80_0_0_3748b5174729a64720ea31720ae0d423.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ტყიბულში ყველის ორი არალეგალური საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დარღვევები დაფიქსირდა შემდეგ ობიექტებზე:
სოფელი გეგუთი (წყალტუბო): ფიზიკური პირი საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სეს-ის აღიარების გარეშე ეწეოდა. ინსპექტირებისას გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა და პროდუქციის მიკვლევადობის დარღვევა.
შპს „რაგო“ (სოფელი სამტრედია, ტყიბული): კომპანიას არ გააჩნდა სავალდებულო აღიარება და არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს.
უწყების ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება.