https://sputnik-georgia.com/20260128/gudusaurs-brali-warudgines-296847905.html
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
უწყების მტკიცებით, ღუდუშაურმა სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სახელმწიფო ინტერესები დააზიანა 28.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-28T12:43+0400
2026-01-28T12:43+0400
2026-01-28T12:49+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ილია ღუდუშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს, განაცხადა მისმა უფლებადამცველმა დიმიტრი მჭედლიშვილმა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსანი 26 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის დადგენილება ყოფილ მაღალჩინოსანს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნესს. მისი განცხადებით, ილია ღუდუშაურს წარდგენილ ბრალთან მიმართებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, რადგან საქმის მასალების გადაცემას ელოდება. ღუდუშაურს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8,5 მლნ ლარი შესთავაზა. უწყების მტკიცებით, აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. ის აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო. 2023 წლის 10 მაისს ღუდუშაურის მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას კი სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2,1 მლნ ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა. ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს ბრალი წარუდგინეს
12:43 28.01.2026 (განახლებულია: 12:49 28.01.2026) უწყების მტკიცებით, ღუდუშაურმა სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო და სახელმწიფო ინტერესები დააზიანა
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ილია ღუდუშაურს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს, განაცხადა მისმა უფლებადამცველმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მაღალჩინოსანი 26 იანვარს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის დადგენილება ყოფილ მაღალჩინოსანს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნესს. მისი განცხადებით, ილია ღუდუშაურს წარდგენილ ბრალთან მიმართებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, რადგან საქმის მასალების გადაცემას ელოდება.
„საქმის მასალები ახლა უნდა გადმომცენ. მასალების გადმოცემის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით. ბრალის ფორმულირება ეხება ერთ-ერთ კონკრეტულ შესყიდვას ერთ-ერთ ტენდერთან დაკავშირებით. თავს დამნაშავედ თვლის, თუ არა ამაზე ჯერჯერობით პოზიცია არ დაგვიფიქსირებია, ველოდებით საქმის მასალებს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.
ღუდუშაურს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8,5 მლნ ლარი შესთავაზა.
უწყების მტკიცებით, აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. ის აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო.
2023 წლის 10 მაისს ღუდუშაურის მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას კი სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2,1 მლნ ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა.
ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.