ჩოგბურთი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქიმპერის ჩელენჯერზე პირველი მატჩი მოიგო

© Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2026
გამოწერა
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში მე-105-ე ადგილს იკავებს.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში, ქიმპერის ჩელენჯერის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის წარმომადგენელი იანის დურანდ გაზუანი ორ სეტში - 6:4, 7:5 დაამარცხა.
შეხვედრის მანძილზე ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება ოთხჯერ მოიგო და 14 სეისი შეასრულა. ორივე სეტში ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
შეჯიბრების მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგ ჩოგბურთელებს, მარტინოსა და ფაურელს შორის გამარჯვებული იქნება.
ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში მე-105-ე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0