https://sputnik-georgia.com/20260127/wkalmomaragebis-kompaniam-saertashoriso-auditi-warmatebit-gaiara-296804968.html
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა
Sputnik საქართველო
სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T16:00+0400
2026-01-27T16:00+0400
2026-01-27T16:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_512f065df164daddd7f58774a4476bd6.jpg
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის პროცესები, მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებს.სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განაგრძობს სისტემურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მოსახლეობას მიაწოდოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საიმედო წყალმომარაგების სერვისი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23931/28/239312893_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_1d007dc51320067286ec39500a933079.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა
სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო აუდიტი და მიიღო ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიის მართვის პროცესები, მომსახურების მიწოდება, მომხმარებელთან ურთიერთობა და შიდა კონტროლის მექანიზმები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტებს.
„ISO 9001:2015-ის დანერგვა მიზნად ისახავს: მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას პროცესების ეფექტიანობის ზრდას, მომხმარებელთა კმაყოფილების ამაღლებას რისკების მართვისა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა კომპანიის საქმიანობის სრულ ანალიზს, შიდა პროცესების შეფასებასა და შესაბამისობის შემოწმებას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ განაგრძობს სისტემურ განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა მოსახლეობას მიაწოდოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საიმედო წყალმომარაგების სერვისი.