https://sputnik-georgia.com/20260127/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-296827354.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T12:53+0400
2026-01-27T12:53+0400
2026-01-27T12:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_7f16b31c2d6842137ddc17b1de25267f.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 11,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 22,4%-ით.2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებასაქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა.ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 3,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 5,6%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 29,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3,4%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში შემცირდა 0,1%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდა 0,2%-ით, მათ შორის საკვები პროდუქტები - 5,2%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის დეკემბერში 4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294808915_91:0:1911:1365_1920x0_80_0_0_076c0c207c3bd0cfff816ba2edb84270.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 11,5%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 22,4%-ით.
2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.
საქართველოში წარმოებულ შიდა ბაზრისთვის გათვლილ პროდუქციაზე ფასები დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა.
ამასთან, სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 3,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 5,6%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი დეკემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 29,3%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 3,4%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში შემცირდა 0,1%-ით. ამასთან, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდა 0,2%-ით, მათ შორის საკვები პროდუქტები - 5,2%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის დეკემბერში 4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.