https://sputnik-georgia.com/20260127/procesis-sistematizacia-ratom-zgudavs-saqartvelo-ucxoelebis-dasaqmebas-296842930.html
პროცესის სისტემატიზაცია - რატომ ზღუდავს საქართველო უცხოელების დასაქმებას
პროცესის სისტემატიზაცია - რატომ ზღუდავს საქართველო უცხოელების დასაქმებას
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ უცხოელების დასაქმება არ შეზღუდა, პირიქით, პროცესი უფრო ორგანიზებული გახადა. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T22:28+0400
2026-01-27T22:28+0400
2026-01-27T22:28+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_df63a06fd1714bbb78ae35c6c050f92c.jpg
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესების მთავარი მიზანი ამ პროცესის სისტემატიზაციაა, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა პორტალ Business Media Group-თან.„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს საქართველოში დასასაქმებლად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელებს სამუშაო ნებართვის მიღება მოუწევთ. ის გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე.მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს გარკვეული წესების მიღება, რომელთა მიხედვითაც კომპანიებს შეეძლებათ სამინისტროს მიმართონ და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, საზღვარგარეთიდან მუშახელი მოიწვიონ.ამასთან, ბერეკაშვილის თქმით, კანონის მიღებამდე დეპუტატებმა კონსულტაციები გამართეს ბიზნეს-კომპანიებთან და მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნა.რეგისტრაციის წესებისაქართველოში უცხოელების დასაქმებისთვის სპეციალური რეგისტრაცია იქნება საჭირო.თუ უცხოელი იმუშავებს ადგილობრივ ან საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიაში, კომპანია სამუშაო ნებართვაზე განაცხადს შეიტანს. თვითდასაქმებულ პირებს კი ნებართვაზე განაცხადის შეტანა თავად მოუწევთ.სამუშაო ნებართვის მიღების შემდეგ, უცხოელი ვალდებული იქნება საქართველოში სამუშაო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. მათთვის, ვინც უკვე იმყოფება ქვეყანაში, განაცხადის წარდგენის ვადაა სამუშაო ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 10 დღისა.სამუშაო ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვის ვადით, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ბინადრობის ნებართვა ანულირდება და უცხოელი შეიძლება დეპორტირებული იქნას ქვეყნიდან.სამუშაო ბინადრობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ყოველთვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ხუთჯერად მაჩვენებელს, ხოლო ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 ათასი ლარი თითოეული დასაქმებული უცხოელისთვის.უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი პროფესია ან კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ან თუ მისი პროფესია შედის ჩამონათვალში, სადაც უცხოელთა მიღება შეზღუდულია, რადგან ქვეყანაში ამ პროფესიებში სამუშაო ძალა აღემატება ან აჭარბებს მოთხოვნას.უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე უარი ასევე შეიძლება ეთქვას, თუ წარდგენილია არასრული ან ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ხარვეზები არ აღმოფხვრილა 10 დღის განმავლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995916_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_4e72dca9e2e915ef73a42f684d7c0b33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საზოგადოება, ახალი ამბები
პროცესის სისტემატიზაცია - რატომ ზღუდავს საქართველო უცხოელების დასაქმებას
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ უცხოელების დასაქმება არ შეზღუდა, პირიქით, პროცესი უფრო ორგანიზებული გახადა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესების მთავარი მიზანი ამ პროცესის სისტემატიზაციაა, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა პორტალ Business Media Group-თან.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს საქართველოში დასასაქმებლად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელებს სამუშაო ნებართვის მიღება მოუწევთ. ის გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე.
„ჩვენ არ შევზღუდეთ უცხოელების დასაქმება, პირიქით, პროცესი უფრო ორგანიზებული გავხადეთ. ჩვენ შევქმენით სისტემური მიდგომა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც უცხოეთიდან პროფესიონალების მოზიდვა დასჭირდებათ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწევს გარკვეული წესების მიღება, რომელთა მიხედვითაც კომპანიებს შეეძლებათ სამინისტროს მიმართონ და საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, საზღვარგარეთიდან მუშახელი მოიწვიონ.
ამასთან, ბერეკაშვილის თქმით, კანონის მიღებამდე დეპუტატებმა კონსულტაციები გამართეს ბიზნეს-კომპანიებთან და მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნა.
საქართველოში უცხოელების დასაქმებისთვის სპეციალური რეგისტრაცია იქნება საჭირო.
თუ უცხოელი იმუშავებს ადგილობრივ ან საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიაში, კომპანია სამუშაო ნებართვაზე განაცხადს შეიტანს. თვითდასაქმებულ პირებს კი ნებართვაზე განაცხადის შეტანა თავად მოუწევთ.
სამუშაო ნებართვის მიღების შემდეგ, უცხოელი ვალდებული იქნება საქართველოში სამუშაო ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. მათთვის, ვინც უკვე იმყოფება ქვეყანაში, განაცხადის წარდგენის ვადაა სამუშაო ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 10 დღისა.
სამუშაო ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვის ვადით, კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ბინადრობის ნებართვა ანულირდება და უცხოელი შეიძლება დეპორტირებული იქნას ქვეყნიდან.
სამუშაო ბინადრობის ნებართვის გაცემისას გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ ყოველთვიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმის ხუთჯერად მაჩვენებელს, ხოლო ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 ათასი ლარი თითოეული დასაქმებული უცხოელისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ მისი პროფესია ან კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ან თუ მისი პროფესია შედის ჩამონათვალში, სადაც უცხოელთა მიღება შეზღუდულია, რადგან ქვეყანაში ამ პროფესიებში სამუშაო ძალა აღემატება ან აჭარბებს მოთხოვნას.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის მიღებაზე უარი ასევე შეიძლება ეთქვას, თუ წარდგენილია არასრული ან ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ხარვეზები არ აღმოფხვრილა 10 დღის განმავლობაში.