https://sputnik-georgia.com/20260127/ilia-gudushauri-daakaves-296829142.html
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
Sputnik საქართველო
რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T11:37+0400
2026-01-27T11:37+0400
2026-01-27T11:37+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“. ტელეკომპანიის ცნობით, ღუდუშაურს ხელბორკილები გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაადეს. აღნიშნული ინფორმაცია ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა დაადასტურა - რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა. ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ღუდუშაურს ხელბორკილები გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაადეს.
აღნიშნული ინფორმაცია ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა დაადასტურა - რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს“,- განაცხადა მჭედლიშვილმა.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის იანვარში დაინიშნა - აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2024 წლის მარტში მას შემდეგ დატოვა, რაც მინისტრის პორტფელი მიხეილ სარჯველაძემ ჩაიბარა.
ღუდუშაური სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით 2025 წლის ივლისში დააკავეს. მოგვიანებით მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.