https://sputnik-georgia.com/20260127/eqspertebi-geomagnituri-situaciis-gauaresebaze-saubroben-296840228.html
ექსპერტები უახლოეს 24 საათის განმავლობაში გეომაგნიტური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ
ექსპერტები უახლოეს 24 საათის განმავლობაში გეომაგნიტური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ
Sputnik საქართველო
ექსპერტების განმარტებით, ამჟამად მზის ხილულ მხარეს მხოლოდ ერთი პატარა კორონალური ხვრელია. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T20:24+0400
2026-01-27T20:24+0400
2026-01-27T20:24+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23966/81/239668129_0:3:1930:1089_1920x0_80_0_0_6a639a6effaa465e88d10ceceac34ed5.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მზეზე მცირე კორონალური ხვრელის გამო გეომაგნიტური სიტუაცია მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაუარესდება, განაცხადეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიაში.„გეომაგნიტური ინდექსები, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყებს ზრდას და ხვალისთვის ჩვეულ ყვითელ და წითელ ზონებს დაუბრუნდება“, - ნათქვამია ლაბორატორიის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ექსპერტების განმარტებით, ამჟამად მზის ხილულ მხარეს მხოლოდ ერთი პატარა კორონალური ხვრელია. აღნიშნულია, რომ ეს კორონარული ხვრელი ცნობილი იყო 2025 წლის სექტემბერში. მას შემდეგ მან მზეს ხუთჯერ შემოუარა და ახლა „როგორც ჩანს, კვდება“. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს იგი „საკუთარი თავის ბოლო შეხსენებას“ შეეცდება.„იანვარში პირველად, კოსმოსურმა ამინდმა შედარებით მშვიდი პერიოდი განიცადა — მთელი სამი დღის განმავლობაში მაგნიტური ქარიშხლები და ამოფრქვევები არ ყოფილა. მთლიანობაში თვე საკმაოდ დაძაბული იყო (27 დღიდან 17 ყვითელი ან წითელი იყო) და არსებობს შანსი, რომ საბოლოოდ ახალი რეკორდები მოხსნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ეს ყველაფერი საკმაოდ სამწუხარო მიზეზით შეწყდება“, - იტყობინება ლაბორატორია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23966/81/239668129_237:0:1693:1092_1920x0_80_0_0_b5d7e989e375c8b6b2fb54046a0db480.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ახალი ამბები
ექსპერტები უახლოეს 24 საათის განმავლობაში გეომაგნიტური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ
ექსპერტების განმარტებით, ამჟამად მზის ხილულ მხარეს მხოლოდ ერთი პატარა კორონალური ხვრელია.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მზეზე მცირე კორონალური ხვრელის გამო გეომაგნიტური სიტუაცია მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაუარესდება, განაცხადეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიაში.
„გეომაგნიტური ინდექსები, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყებს ზრდას და ხვალისთვის ჩვეულ ყვითელ და წითელ ზონებს დაუბრუნდება“, - ნათქვამია ლაბორატორიის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ექსპერტების განმარტებით, ამჟამად მზის ხილულ მხარეს მხოლოდ ერთი პატარა კორონალური ხვრელია.
აღნიშნულია, რომ ეს კორონარული ხვრელი ცნობილი იყო 2025 წლის სექტემბერში. მას შემდეგ მან მზეს ხუთჯერ შემოუარა და ახლა „როგორც ჩანს, კვდება“. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოთხშაბათს იგი „საკუთარი თავის ბოლო შეხსენებას“ შეეცდება.
„იანვარში პირველად, კოსმოსურმა ამინდმა შედარებით მშვიდი პერიოდი განიცადა — მთელი სამი დღის განმავლობაში მაგნიტური ქარიშხლები და ამოფრქვევები არ ყოფილა. მთლიანობაში თვე საკმაოდ დაძაბული იყო (27 დღიდან 17 ყვითელი ან წითელი იყო) და არსებობს შანსი, რომ საბოლოოდ ახალი რეკორდები მოხსნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ეს ყველაფერი საკმაოდ სამწუხარო მიზეზით შეწყდება“, - იტყობინება ლაბორატორია.