https://sputnik-georgia.com/20260127/bazridan-babybio-optima-1-ori-partia-amoiges-296839899.html
სეს-ი: ბაზრიდან BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ამოღება მიმდინარეობს
სეს-ი: ბაზრიდან BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ამოღება მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ. 27.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-27T20:00+0400
2026-01-27T20:00+0400
2026-01-27T20:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/06/248100606_0:139:2359:1466_1920x0_80_0_0_3f05d5e8b3fbb6d2198bc3a8375404c2.jpg
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა Vitagermine-ს ბრენდის „ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე. მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს - სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“ - რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათი ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24810/06/248100606_110:0:2250:1605_1920x0_80_0_0_f1a36ea203e8d0c49277c18737bc8b07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სეს-ი: ბაზრიდან BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ამოღება მიმდინარეობს
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოში შევიდა Vitagermine-ს ბრენდის „ბეიბიბიოს“ ჩვილ ბავშვთა ფორმულის ოფიციალური იმპორტიორი Naturland-ის შეტყობინება ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების გამოთხოვის თაობაზე.
მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაზრიდან ნებაყოფლობით გაეწვია ჩვილის ფორმულის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, რომლიდან მხოლოდ 2 არის შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე:
BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობის ვადა 09/07/2027;
BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობის ვადა 12/08/2027.
იმპორტიორმა კომპანიამ გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობა სარეალიზაციო ქსელებს - სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“ - რომელშიც იყიდება აღნიშნული ბავშვთა კვება. მათი ცნობით, აღნიშნული პარტიების გაყიდვა შეჩერებულია, საწყობში არსებული მარაგები დათვლილი და აღწერილია, მათ გამოთხოვას კი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გაუწევენ ზედამხედველობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ უკვე შეძენილი აქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ.