https://sputnik-georgia.com/20260126/vashadzes-30000-girao-sheeparda-296824289.html
საბოტაჟის საქმე: გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
საბოტაჟის საქმე: გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს. 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T22:23+0400
2026-01-26T22:23+0400
2026-01-26T22:23+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669017_0:153:3067:1878_1920x0_80_0_0_3611f3e8ef60ba88a46020f8652de76e.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.გირაოს შეფარდების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.პროცესს ესწრებოდა გიორგი ვაშაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს.ოპოზიციონერის თქმით, აღნიშნულ საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პარტია „ახალის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც მათ 2022 წელს უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩაიდინეს.გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.საბოტაჟის საქმე: ბრალდების დეტალებიპროკურატურის განცხადებით, სააკაშვილს წარედგინა ბრალდება მუხლით „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას წარედგინა ბრალდება საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.პარტია „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას და ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟში ედებათ.პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669017_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_0fc308fff2bc0f6668cb361bd854c88a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საბოტაჟის საქმე: გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერ გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს შეფარდების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
პროცესს ესწრებოდა გიორგი ვაშაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს.
ოპოზიციონერის თქმით, აღნიშნულ საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, პარტია „ახალის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც მათ 2022 წელს უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩაიდინეს.
გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შვიდთვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება 23 იანვარს დატოვა.
საბოტაჟის საქმე: ბრალდების დეტალები
პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილს წარედგინა ბრალდება მუხლით „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას წარედგინა ბრალდება საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას და ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟში ედებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით:
უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ;
აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ,
ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად;
გარდა ამისა, სანქციების დასაწესებლად უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, შედეგად სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
აფინანსებდნენ მომიტინგეთა უკანონო ქმედებებს აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ აგორდა.