https://sputnik-georgia.com/20260126/upr-saqartvelos-angarishs-ganixilavs-296803538.html
UPR-ის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება
UPR-ის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება
Sputnik საქართველო
ანგარიშის განხილვის შემდეგ საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების... 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T10:59+0400
2026-01-26T10:59+0400
2026-01-26T10:59+0400
საქართველო
გაერო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_6a5181d924ab93083c28f0fd6d83be1d.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჟენევაში დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა გაიმართება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.უწყების ცნობით, ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას.ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში მთავრობის წარდგინებით ასევე განხილულ იქნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშის განხილვის შემდეგ საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გაეროს წევრ სახელმწიფოში.აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე პარლამენტის, ცესკოს,, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0b/270325975_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_e61a01beac3f7ec44d1f5f0b5189f036.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაერო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, გაერო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
UPR-ის მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება
ანგარიშის განხილვის შემდეგ საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჟენევაში დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა გაიმართება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას.
ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში მთავრობის წარდგინებით ასევე განხილულ იქნა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშის განხილვის შემდეგ საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გაეროს წევრ სახელმწიფოში.
აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე პარლამენტის, ცესკოს,, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.