https://sputnik-georgia.com/20260126/susis-komentari-gardacvlil-tanamshromelze-296812589.html
ბარიატრიის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა: სუს-ი გარდაცვლილ თანამშრომელზე
ბარიატრიის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა: სუს-ი გარდაცვლილ თანამშრომელზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აღნიშნულ პირს ბარიატრიის ოპერაციის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა, პირველადი ვერსიით იკვეთება, რომ არის თვითმკვლელობა... 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T15:27+0400
2026-01-26T15:27+0400
2026-01-26T15:27+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აღნიშნულ პირს ბარიატრიის ოპერაციის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა, პირველადი ვერსიით იკვეთება, რომ არის თვითმკვლელობა, განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 26 იანვრის დილით, სააგენტოს შენობასთან ახლოს, ავტომობილში იპოვეს.მომხდარ ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძელზე ნაპოვნი წერილი.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ბარიატრიის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა: სუს-ი გარდაცვლილ თანამშრომელზე
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აღნიშნულ პირს ბარიატრიის ოპერაციის შემდეგ ჯანმრთლობის პრობლემები ჰქონდა, პირველადი ვერსიით იკვეთება, რომ არის თვითმკვლელობა, განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 26 იანვრის დილით, სააგენტოს შენობასთან ახლოს, ავტომობილში იპოვეს.
„პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, - განაცხადეს სუს-ში.
მომხდარ ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე „თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით დაიწყო.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს გარდაცვლილის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომობილში მძღოლის გვერდითა სავარძელზე ნაპოვნი წერილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.