სუს-ის შენობასთან უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს: მომხდარზე დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2026
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამძიებო ღონისძიებები.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე უწყებამ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამძიებო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0