https://sputnik-georgia.com/20260126/soxadze-adb-gendireqtors-shexvda-296817988.html
სოხაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენდირექტორს შეხვდა
სოხაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენდირექტორს შეხვდა
Sputnik საქართველო
მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად... 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T18:29+0400
2026-01-26T18:29+0400
2026-01-26T18:29+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_89ca1d83f9c4035f5d9dac13a04162e1.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ლეა გუტიერესთან და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმისთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ლეა გუტიერესი ეცნობა ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის რეგიონებში. ასევე, საუბარი შეეხო უკვე დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.მათ შორის, განხილული იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი ლოტის, ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის, ასევე მუნიციპალიტეტებში მულტიფუნქციური ცენტრებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი მარია პია ანკორა და ინფრასტრუქტურული პროექტების წამყვანი ოფიცერი გიორგი კიზირია.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1b/295117349_111:0:1932:1366_1920x0_80_0_0_352c1cfe97670c44938582ac15602c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
სოხაძე ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენდირექტორს შეხვდა
მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ლეა გუტიერესთან და ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმისთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ლეა გუტიერესი ეცნობა ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის რეგიონებში.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა და პროგრესი, რომელთა განხორციელებასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკის მხარდაჭერით უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, საუბარი შეეხო უკვე დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
მათ შორის, განხილული იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი ლოტის, ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლის, ასევე მუნიციპალიტეტებში მულტიფუნქციური ცენტრებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.
მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საერთო ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი მარია პია ანკორა და ინფრასტრუქტურული პროექტების წამყვანი ოფიცერი გიორგი კიზირია.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.