https://sputnik-georgia.com/20260126/picot-partiebi-bazridan-amogebulia-296822616.html
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს. 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T20:29+0400
2026-01-26T20:29+0400
2026-01-26T20:29+0400
საქართველო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/22/247832231_0:68:1280:788_1920x0_80_0_0_eee7f4b554b7784e795edd81c67a88bd.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.გასულ კვირას ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე" (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტი Picot-ის კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.იდენტიფიცირებული კონკრეტული პარტიები, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას:სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ისე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.უწყების ცნობით, ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი „უნო გრუპია" სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის უკვე დააჯარიმა.მანამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "ნესტლეს" წარმოების NAN-ის დასახელების ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიები ამოიღო. მიზეზი აღმოჩნდა ტოქსინი ცერეულიდი, თუმცა, როგორც სააგენტოში განაცხადეს, ამ ტოქსინის შემცვლელობა მინიმალური იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/22/247832231_70:0:1210:855_1920x0_80_0_0_681504fbd062991c20cbeb854acae878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
სეს: Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გასულ კვირას ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე" (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტი Picot-ის კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ.
იდენტიფიცირებული კონკრეტული პარტიები, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას:
Picot 1 400G – 8000003312;
Picot 1 800G -8000003297;
Picot 2 800G -8000003280.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ისე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში.
უწყების ცნობით, ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი.
„შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი „უნო გრუპია" სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის უკვე დააჯარიმა.
მანამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "ნესტლეს" წარმოების NAN-ის დასახელების ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიები ამოიღო. მიზეზი აღმოჩნდა ტოქსინი ცერეულიდი, თუმცა, როგორც სააგენტოში განაცხადეს, ამ ტოქსინის შემცვლელობა მინიმალური იყო.