https://sputnik-georgia.com/20260126/kobaxidze-enerkokompaniebs-jarimebi-chamoewereba-296812419.html
რომელ ენერგოკომპანიას ჩამოეწერება ჯარიმა: პრემიერის განმარტება
რომელ ენერგოკომპანიას ჩამოეწერება ჯარიმა: პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც... 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T16:00+0400
2026-01-26T16:00+0400
2026-01-26T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_b0df15e082769284db26443eacc5f7b9.jpg
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა უნდა ჩამოეწეროს. ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიისთვის ჯარიმების ჩამოწერის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. როგორც მაშინ კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. ამასთან, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად. რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან ნაპატიები ჯარიმებიც.განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან ნაპატიები ჯარიმებიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290550377_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_b2cbd2a7a57e505f55479371452898ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რომელ ენერგოკომპანიას ჩამოეწერება ჯარიმა: პრემიერის განმარტება
კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა უნდა ჩამოეწეროს.
„ჯარიმები ჩამოეწერება უკლებლივ ყველა ენერგეტიკულ კომპანიას და აღდგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. უკლებლივ ყველას, განურჩევლად ჩამოეწერება ეს ჯარიმები და ამით არის ეს გადაწყვეტილება გამორჩეული – არავითარი დიფერენციაცია არ იქნება. უკლებლივ ყველა კომპანიაზე ვრცელდება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.
ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიისთვის ჯარიმების ჩამოწერის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში განაცხადა.
როგორც მაშინ კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ენერგეტიკის სისტემის განვითარებას გარკვეულწილად დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ამასთან, კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად ორ მიზანს - ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად.
რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან ნაპატიები ჯარიმებიც.
განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მათ სრულად დაეკისრებათ ახლადდაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან ნაპატიები ჯარიმებიც.