https://sputnik-georgia.com/20260126/beqaurma-comcom-datova-296808831.html
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა: მას თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა: მას თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
Sputnik საქართველო
კომისიის წევრის პოზიციაზე ბექაური „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა - ახალი თავმჯდომარის პოსტზე არჩევნები 29 იანვარს გაიმართება. 26.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-26T14:13+0400
2026-01-26T14:13+0400
2026-01-26T14:13+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274290562_0:101:1000:664_1920x0_80_0_0_678f1837b65a7e261bcc8d16290cc9a6.png
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს უფლებამოსილების 12-წლიანი ვადა ამოეწურა და თანამდებობა დატოვა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ბექაური 2017 წელს გახდა და კომისიას 2 ვადის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრის პოზიციაზე იგი „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა - ახალი თავმჯდომარის პოსტზე არჩევნები 29 იანვარს გაიმართება.ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ბექაურს ბოლო 2023 წლის არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.კახა ბექაური დაიბადა 1969 წელს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.მრავალი წლის განმავლობაში ბექაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2000-2002 წლებში იყო „საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარის მოადგილე საფინანსო დარგში.2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005-2010 წლებში სადისტრიბუციო კომპანია Other Entertaiment Limited-ის გენერალური დირექტორი იყო.მოგვიანებით ბექაური „მაესტროს" გენერალური დირექტორი გახდა, სადაც 2011 წლამდე იმუშავა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით „მეცხრე არხს" ხელმძღვანელობდა.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1a/274290562_0:81:840:711_1920x0_80_0_0_4e63027b2d091fc5ed70803fcfbb9dd7.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
კახა ბექაურმა comcom-ი დატოვა: მას თავმჯდომარეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა
კომისიის წევრის პოზიციაზე ბექაური „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა - ახალი თავმჯდომარის პოსტზე არჩევნები 29 იანვარს გაიმართება.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს უფლებამოსილების 12-წლიანი ვადა ამოეწურა და თანამდებობა დატოვა, იუწყება მედიაპლატფორმა
BMG.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ბექაური 2017 წელს გახდა და კომისიას 2 ვადის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრის პოზიციაზე იგი „ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა - ახალი თავმჯდომარის პოსტზე არჩევნები 29 იანვარს გაიმართება.
ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ბექაურს ბოლო 2023 წლის არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.
კახა ბექაური დაიბადა 1969 წელს. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
მრავალი წლის განმავლობაში ბექაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2000-2002 წლებში იყო „საქტელერადიომაუწყებლობის" თავმჯდომარის მოადგილე საფინანსო დარგში.
2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005-2010 წლებში სადისტრიბუციო კომპანია Other Entertaiment Limited-ის გენერალური დირექტორი იყო.
მოგვიანებით ბექაური „მაესტროს" გენერალური დირექტორი გახდა, სადაც 2011 წლამდე იმუშავა, 2012 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით „მეცხრე არხს" ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.