https://sputnik-georgia.com/20260125/ukrainis-sakitxze-shexvedris-tarigi-cnobilia-296795012.html
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღი ცნობილია
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღი ცნობილია
Sputnik საქართველო
აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში გაიმართა, პირველი იყო. 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T11:37+0400
2026-01-25T11:37+0400
2026-01-25T11:41+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/19/296794173_0:45:1234:739_1920x0_80_0_0_7699366e1a5c9ae3ba6402a296782800.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსეთი, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდეს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.გასულ პარასკევს, აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდა.მისი თქმით, პარასკევს და შაბათს გამართული მოლაპარაკებების რაუნდები კონსტრუქციული იყო.რუსეთის დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი.ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრიუნბაუმი, არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი და ევროპაში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი.უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, მისი მოადგილე სერგეი კისლიცა და მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შაბათს მათ შეუერთდებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში გაიმართა, პირველი იყო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/19/296794173_95:0:1140:784_1920x0_80_0_0_eba9fc12b82fb46aeadaaae111c53620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , პოლიტიკა
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღი ცნობილია
11:37 25.01.2026 (განახლებულია: 11:41 25.01.2026) აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში გაიმართა, პირველი იყო.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსეთი, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდეს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
გასულ პარასკევს, აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები შაბათსაც გაგრძელდა.
„დაიგეგმა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდება", - დაწერა სოციალურ ქსელ Х-ზე უიტკოფმა.
მისი თქმით, პარასკევს და შაბათს გამართული მოლაპარაკებების რაუნდები კონსტრუქციული იყო.
რუსეთის დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, ადმირალი იგორ კოსტიუკოვი.
ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ აშშ-ის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრიუნბაუმი, არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი და ევროპაში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი.
უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, მისი მოადგილე სერგეი კისლიცა და მმართველი პარტიის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შაბათს მათ შეუერთდებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში გაიმართა, პირველი იყო.