https://sputnik-georgia.com/20260125/saqartvelos-putsalis-nakrebi-xorvatias-shexvdeba-296791528.html
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება
Sputnik საქართველო
A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T13:50+0400
2026-01-25T13:50+0400
2026-01-25T13:50+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263078765_0:84:1354:845_1920x0_80_0_0_263285532a2585e5dd15725edbe60241.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა საფრანგეთთან ფრედ - 2:2 ითამაშა. შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდება.„ორი რთული თამაში გველის, მაგრამ ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ხორვატია მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი არიან.ევრო 2026: ჯგუფური ეტაპის კალენდარი21 იანვარილატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)25 იანვარიხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)28 იანვარისაქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა).ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა „ევრო 2026"-ზე მონაწილეობის მისაღებად 14 ფეხბურთელი გამოიძახა.ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მოინახულა და მეორე კონტინენტურ ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთთან გამარჯვების წყალობით გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263078765_110:0:1331:916_1920x0_80_0_0_179293665b92bc45ef8b3a804c11058e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფუტსალი: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას შეხვდება
A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩი 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ლატვიასთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა, ხოლო ხორვატიის ნაკრებმა საფრანგეთთან ფრედ - 2:2 ითამაშა. შედეგად, ორივე გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდება.
„ორი რთული თამაში გველის, მაგრამ ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ხორვატია მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი არიან.
ევრო 2026: ჯგუფური ეტაპის კალენდარი
ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა).
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა „ევრო 2026"-ზე მონაწილეობის მისაღებად 14 ფეხბურთელი გამოიძახა.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში მოინახულა და მეორე კონტინენტურ ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთთან გამარჯვების წყალობით გავიდა.