https://sputnik-georgia.com/20260125/saqartvelo-xorvatiis-matchi-pred-dasrulda-296801172.html
ფუტსალი: საქართველო-ხორვატიის მატჩი ფრედ დასრულდა
ფუტსალი: საქართველო-ხორვატიის მატჩი ფრედ დასრულდა
Sputnik საქართველო
A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T18:14+0400
2026-01-25T18:14+0400
2026-01-25T18:14+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275588480_0:0:825:464_1920x0_80_0_0_a638c79918dd827410a4436dc704f79b.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა და ფრე ანგარიშით - 2:2 დაასრულა.მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც მატჩის მანძილზე 33-ჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, მათ შორის პენალტი მოიგერია თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე.შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მე-6 წუთზე სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ხორვატებმა წონასწორობა კუსტურას გოლით აღადგინეს.მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა, გოლი ჰუგომ გაიტანა, თუმცა, მატჩში საბოლოო ანგარიში 35-ე წუთზე კეკელიამ დააფიქსირა.ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს. ჯგუფის ბოლო მატჩს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 28 იანვარს საფრანგეთთან გამართავს.კონტინენტის პირველობა ფუტსალში 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275588480_133:0:752:464_1920x0_80_0_0_38c201b37918d5ce40ed6d03a6c6a633.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ფუტსალი: საქართველო-ხორვატიის მატჩი ფრედ დასრულდა
A ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობს ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა და ფრე ანგარიშით - 2:2 დაასრულა.
მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი გახდა, რომელმაც მატჩის მანძილზე 33-ჯერ მოახერხა გუნდის გადარჩენა, მათ შორის პენალტი მოიგერია თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე.
შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მე-6 წუთზე სეკულიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტაიმის ბოლოს ხორვატებმა წონასწორობა კუსტურას გოლით აღადგინეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქე წინ გავიდა, გოლი ჰუგომ გაიტანა, თუმცა, მატჩში საბოლოო ანგარიში 35-ე წუთზე კეკელიამ დააფიქსირა.
ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს. ჯგუფის ბოლო მატჩს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი ნაკრები 28 იანვარს საფრანგეთთან გამართავს.
კონტინენტის პირველობა ფუტსალში 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდში სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში იმართება.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს.