https://sputnik-georgia.com/20260125/raqviashvili-debatebze-winapirobis-wakeneba-aris-mcdeloba-gaeqce-pasuxismgeblobas-296796189.html
რაქვიაშვილი: დებატებზე წინაპირობების წაყენება პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა
რაქვიაშვილი: დებატებზე წინაპირობების წაყენება პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივამ საჯარო დებატების აღდგენის შესახებ პოლიტიკურ წრეებში რეზონანსი გამოიწვია. 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T15:39+0400
2026-01-25T15:39+0400
2026-01-25T15:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276888145_0:34:840:508_1920x0_80_0_0_e3c5b6e73799bedac9ae80c0eb0fb670.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. დებატებთან დაკავშირებით წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას ან მერე უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა შედგეს, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიების აღორძინების იდეით გამოვიდა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დებატები უნდა ჩატარდეს ჯანსაღ, კონსტრუქციულ ფორმატში და გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ისინი საჯარო სივრცეში, პირველ რიგში, მედიასაშუალებებზეა დამოკიდებული. კობახიძის თქმით, მთავრობა ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის.რაქვიაშვილმა დებატებთან დაკავშირებულ ინიციატივას დროული და სწორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები.როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში მონოლოგის ფორმატი დომინირებდა, სადაც ადამიანებს მხოლოდ ერთ თვალსაზრისს სთავაზობენ და ოპონენტების მოსმენის საშუალებას არ აძლევენ. „ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ. მთავარია, დისკუსია დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს უნარებიც კი აქვს დაკარგული დებატების, იმდენად დიდი ხანია, დებატები არ გვქონია ქვეყანაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, საჭიროა ჯანსაღი დებატები, რადგანაც ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს.როგორც ადრე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.„დიპ სტეიტის“ აგენტურამ ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის მხოლოდ შეწყვეტა მოახერხა, მსგავსი ამოცანების მთავარ შემსრულებლად კი პრემიერმა პარტია „ახალის“ ლიდერი, „მთავარი არხის“ ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია დაასახელა.პრემიერის შეფასებით, გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა - მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება.როგორც პრემიერს მიაჩნია, იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, მას უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276888145_67:0:814:560_1920x0_80_0_0_853ef82073b596afe8aadeea2598e37a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
რაქვიაშვილი: დებატებზე წინაპირობების წაყენება პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივამ საჯარო დებატების აღდგენის შესახებ პოლიტიკურ წრეებში რეზონანსი გამოიწვია.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. დებატებთან დაკავშირებით წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას ან მერე უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა შედგეს, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მიმდინარე კვირაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიების აღორძინების იდეით გამოვიდა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დებატები უნდა ჩატარდეს ჯანსაღ, კონსტრუქციულ ფორმატში და გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ისინი საჯარო სივრცეში, პირველ რიგში, მედიასაშუალებებზეა დამოკიდებული. კობახიძის თქმით, მთავრობა ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის.
რაქვიაშვილმა დებატებთან დაკავშირებულ ინიციატივას დროული და სწორი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები.
„ველოდებით ფორმატებს, ველოდებით რომელ ტელევიზიებში მოხდება ეს, რაც უფრო მეტ ტელევიზიაში იქნება და რაც უფრო ხშირად ჩატარდება დებატები, მით უკეთესი. ჩვენ ნამდვილად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ, ზოგადად, სულ ვამბობდით, დებატები აუცილებელია და სულ მოწადინებული ვიყავით. მაშინაც კი, როცა ფორმატები ან რაღაც სხვა გარემოება არ მოგვწონდა, მაინც ვიღებდით მონაწილეობას, იმიტომ, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში მონოლოგის ფორმატი დომინირებდა, სადაც ადამიანებს მხოლოდ ერთ თვალსაზრისს სთავაზობენ და ოპონენტების მოსმენის საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ. მთავარია, დისკუსია დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს უნარებიც კი აქვს დაკარგული დებატების, იმდენად დიდი ხანია, დებატები არ გვქონია ქვეყანაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, საჭიროა ჯანსაღი დებატები, რადგანაც ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს.
„ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მომავალი თაობა მოდის. შეიძლება პოლიტიკურ ველზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას კი საკმაოდ სერიოზული არგუმენტები სჭირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ადრე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ევროპული დემოკრატიის განადგურების მიზნით არაფორმალურმა მმართველებმა წარმატებით ჩაახშეს განსხვავებული აზრი და დახურეს უმნიშვნელოვანესი პლატფორმები, სადაც ამ განსხვავებული აზრის გამოთქმა და საზოგადოებამდე მიტანა იყო შესაძლებელი.
„დიპ სტეიტის“ აგენტურამ ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის მხოლოდ შეწყვეტა მოახერხა, მსგავსი ამოცანების მთავარ შემსრულებლად კი პრემიერმა პარტია „ახალის“ ლიდერი, „მთავარი არხის“ ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია დაასახელა.
პრემიერის შეფასებით, გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა - მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება.
როგორც პრემიერს მიაჩნია, იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, მას უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.