https://sputnik-georgia.com/20260125/peskovi-evropam-sakutar-tavs-xapangi-daugo-296803025.html
პესკოვი: ევროპამ ენერგეტიკის სექტორში საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო
პესკოვი: ევროპამ ენერგეტიკის სექტორში საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო
Sputnik საქართველო
მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსულ ენერგომომარაგებაზე უარი ამერიკულის სასარგებლოდ თქვა. 25.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-25T21:37+0400
2026-01-25T21:37+0400
2026-01-25T21:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
ევროპა
ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24724/70/247247083_0:45:2500:1451_1920x0_80_0_0_ae3a968046c6c3d9193dd2ff0ea3f2b5.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ევროპამ ენერგეტიკის სექტორში რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმით, საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.პესკოვის თქმით, ენერგეტიკის სექტორში რუსეთი ევროპასთან მკაცრი მსოფლიო კონკურენციის პირობებში თანამშრომლობდა. თუმცა, ახლა ევროპული ქვეყნები დამოკიდებული გახდნენ სხვა მომწოდებელზე, რომელიც პირობებს კარნახობს - აშშ-ზე.შესაბამისი კადრები ჟურნალისტის Telegram-არხზე გამოქვეყნდა.როგორც პესკოვმა განმარტა, რუსეთზე ევროპის ენერგეტიკული „დამოკიდებულება“ ეფემერული იყო.„რუსეთზე დამოკიდებულება ეფემერული იყო, ეს ორმხრივი დამოკიდებულება იყო. ჩვენ, როგორც გამყიდველი, მათზე ვიყავით დამოკიდებული და ისინი, როგორც მყიდველები, ჩვენზე“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსულ ენერგომომარაგებაზე უარი ამერიკულის სასარგებლოდ თქვა.რუსულ ენერგორესურსებზე უარის გამო ევროპის ეკონომიკა უკვე სერიოზულ გამოწვევებს განიცდის. მაგალითად, გერმანიაში ამის გამო ბევრი ინდუსტრია იხურება.ბევრი ევროპული ქვეყანა რეცესიის ზღვარზეა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რადგანაც ისინი, ვინც მათ ენერგორესურსებით ამარაგებენ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.
აშშ
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24724/70/247247083_281:0:2500:1664_1920x0_80_0_0_0564b4743e3abc5a418695adafc55a80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ევროპა, ენერგეტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ევროპა, ენერგეტიკა, ახალი ამბები
პესკოვი: ევროპამ ენერგეტიკის სექტორში საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო
21:37 25.01.2026 (განახლებულია: 21:50 25.01.2026) მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსულ ენერგომომარაგებაზე უარი ამერიკულის სასარგებლოდ თქვა.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ევროპამ ენერგეტიკის სექტორში რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმით, საკუთარ თავს ხაფანგი დაუგო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ენერგეტიკის სექტორში რუსეთი ევროპასთან მკაცრი მსოფლიო კონკურენციის პირობებში თანამშრომლობდა. თუმცა, ახლა ევროპული ქვეყნები დამოკიდებული გახდნენ სხვა მომწოდებელზე, რომელიც პირობებს კარნახობს - აშშ-ზე.
„თქვენ ხაფანგში აღმოჩნდებით, მაგრამ ამ ხაფანგს სხვები გიგებენ. ეს სულ სხვა რამეა, მათ თავად გააკეთეს ეს“, - განუცხადა პესკოვმა ტელეკომპანია России 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინს.
შესაბამისი კადრები ჟურნალისტის Telegram-არხზე გამოქვეყნდა.
როგორც პესკოვმა განმარტა, რუსეთზე ევროპის ენერგეტიკული „დამოკიდებულება“ ეფემერული იყო.
„რუსეთზე დამოკიდებულება ეფემერული იყო, ეს ორმხრივი დამოკიდებულება იყო. ჩვენ, როგორც გამყიდველი, მათზე ვიყავით დამოკიდებული და ისინი, როგორც მყიდველები, ჩვენზე“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა.
მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსულ ენერგომომარაგებაზე უარი ამერიკულის სასარგებლოდ თქვა.
რუსულ ენერგორესურსებზე უარის გამო ევროპის ეკონომიკა უკვე სერიოზულ გამოწვევებს განიცდის. მაგალითად, გერმანიაში ამის გამო ბევრი ინდუსტრია იხურება.
ბევრი ევროპული ქვეყანა რეცესიის ზღვარზეა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რადგანაც ისინი, ვინც მათ ენერგორესურსებით ამარაგებენ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.